სკოტ ბესენტი - ირანის ხელისუფლება სრულ იზოლაციაში გვყავს, მიწისქვეშა ბუნკერებში არიან და ვერ აღიქვამენ, რამდენად ცუდია ვითარება ზემოთ

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწისქვეშა ბუნკერებში იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ვერ აღიქვამენ.
ბესენტმა ირანის ლიდერები „კანალიზაციის მილში მყოფ ვირთხებს“ შეადარა.
"მათი ლიდერების დიდი ნაწილი კანალიზაციის მილში მყოფ ვირთხებს ჰგავს. ისინი მიწისქვეშა ბუნკერებში არიან და ვერ აღიქვამენ, რამდენად ცუდია ვითარება ზემოთ“, – განაცხადა ბესენტმა.
ბესენტის თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის ხელისუფლება სრულ იზოლაციაში ჰყავს.
„ჩვენ ირანის ხელისუფლება სრულ იზოლაციაში გვყავს. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, ისინი იქ არიან ჩარჩენილები. მათ არ შეუძლიათ ლონდონში გაფრენა ოჯახის სანახავად, პარიზში – შეყვარებულების, ჟენევაში საკუთარი ფინანსების სანახავად“, – განაცხადა ბესენტმა.
სკოტ ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაასუსტა და 2026 წლის მარტიდან 2027 წლის მარტამდე ირანული რიალი ერთ წელიწადში 25%-ით დაეცემა, რაც მათთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
თაგები:
სკოტ ბესენტი




