სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება.
სლოვაკეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა.
59 წლის კორჩოკმა არჩევნების პირველ ტურში ცხრა კანდიდატს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მას ხმა ამომრჩეველთა 42,4%-მა მისცა.
მეორე ტურში ის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავარ მოკავშირეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრორუს პიტერ პელეგრინის დაუპირისპირდება, რომელმაც ხმების 37,1% მიიღო.
მესამე ადგილზე გავიდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელი შტეფან ჰარაბინი ხმების 11,75%-ით, მისმა ამომრჩევლებმა შესაძლოა, მეორე ტურში მხარი პელეგრინის დაუჭირონ, რომლის გამარჯვების შემთხვევაში ფიცოს ძალაუფლების განმტკიცების შანსი აქვს.
თაგები:
სლოვაკეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს