სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სნაიპერის საერთაშორისო კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სარდლობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ორკვირიან საერთაშორისო კურსში, რომელსაც ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბელგიისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს.
დასკვნითი სროლები კურსდამთავრებულებმა ბაზის პოლიგონზე გამართეს, სადაც სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე სიზუსტისა და პროფესიონალიზმის დონე წარმოაჩინეს.
ღონისძიებებაზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო კურსის მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, თავსებადობის დონის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
თაგები:
სნაიპერის საერთაშორისო კურსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს