სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა.
1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
თაგები:
სოხუმის დაცემა




