სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ავტორი
Frontnews საქართველო
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.
თაგები:
სოხუმის დაცემა




