სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

ავტორი
Frontnews საქართველო
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა
ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
თაგები:
სოხუმის დაცემა




