Logo

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

პოლიტიკა
109
Frontnews
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.

1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები