სომხეთი-საქართველოს მატჩის საჯარო ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეიოფში გასვლით შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან გამართავს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.
“უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, დიდი ენერგიითa და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ, ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მატჩის ღია ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის, ჩვენს ბიჭებს კი წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.
თაგები:
ფეხბურთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს