სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან უკვე 76 407 ადამიანი მიიღეს


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 76 407 ადამიანი და 15 914 მანქანა შევიდა.
როგორც სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, სახელმწიფო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოს.
“ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რეგისტრაცია გრძელდება, რათა მათ მიიღონ საჭირო დახმარება“, – აცხადებენ სომხეთის მთავრობაში.
19 სექტემბერს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის რეგიონში “ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები” განახორციელეს. ამ ოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა, ბაქომ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზნებს რეგიონში და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო 30-წლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა.
28 სექტემბერს, “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის” “პრეზიდენტმა” გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, “რესპუბლიკა” არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან წყვეტს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება.
თაგები:
მთიანი ყარაბაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს