Logo

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მსოფლიო
231
Frontnews image description

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი იბრძვის. 

პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%. 

107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელთაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 33%-ის მხარდაჭერა აქვთ.

„სამოქალაქო კონტრაქტის“ კონკურენტები პრორუსული პარტიები და ალიანსები არიან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისთვის.

არჩევნებში მონაწილეობას იღებენ „სომხეთის ალიანსი“ და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები