სოფელ ჩუნეში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრის და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრის და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობის პროექტი ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც მერმა აღნიშნა, ურბანული განვითარების მიმართულებით ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე კულტურული ჰაბი UNDP პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს მოეწყო ახალი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ხშირად იკრიბებიან ახალგაზრდები იმართება შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები .
მუნიციპალიტეტმა ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში საგანმანათლებლო სივრცის, ამფითეატრისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობის მიზნით ევროკავშირის გრანტით 60 000 ევროს დაფინანსება მიიღო.
თაგები:
წყალტუბო

წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ჰაბის მოწყობის ექსპერიმენტული ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა