Logo

სოფელ ძევრში შმაგი სოფრომაძის სახელობის საცხენოსნო თამაშები გაიმართა

რეგიონები
503
Frontnews
სოფელ ძევრში შმაგი სოფრომაძის სახელობის საცხენოსნო თამაშები გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფელ ძევრში შმაგი სოფრომაძის სახელობის საცხენოსნო თამაშები გაიმართა.

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

50-მა ცხენოსანმა სხვადასხვა საცხენოსნო სახეობაში იასპარეზა. მათ შორის, შეჯიბრებები გაიმართა ხალხურ საცხენოსნო თამაშებში - ისინდსა და ცხენბურთში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება მონადირეთა კლუბ „ძევრულის“ ინიციატივითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები