Logo

სოფელ გავაზში ადიდებულმა მდინარემ სახლების პირველი სართულები და ვენახები დატბორა

Frontnews image description

ყვარლის სოფელ გავაზში წვიმის შემდეგ მდინარე ფატმასური ადიდდა, რის შედეგადაც პარალიზებულია ცენტრალური ქუჩები, სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

 

ადგილობრივების თქმით, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები,  ეზოები, ვენახები.

 

მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხები 2010 წლიდან არ გაწმენდილი, რის გამოც ტერიტორია დაიტბორა. 

 

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

თაგები:

ყვარელი
Advertisement