სოფელ გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ბაგრატ ჭანტურიძე დაინიშნა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ბაგრატ ჭანტურიძე დაინიშნა.
ბაგრატ ჭანტურიძე სოფელ გოგნის მოსახლეობას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ წარუდგინა.
ბაგრატ ჭანტურიძე ამ დრომდე საგანმანათლებლო სფეროში მუშაობდა. ის ამ დრომდე ტყიბულის №7 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია.
მერის წარმომადგენელი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
თაგები:
ბაგრატ ჭანტურიძე




