
ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ტბაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროეტექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, საბავშვო ატრაქციონები, ფეხით სავალი ბილიკები. დამონტაჟდება დეკორატიული გარე განათების ლამპიონები, სკამები და ნაგვის ურნები.
სკვერის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 89 570 ლარს შეადგენს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდება.
“მოგეხსენებათ, რომ სოფელი ტბა ტურისტული ზონაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილი, როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე აქ ჩამოსული ტურისტებისათვის. ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არსებული სკვერების მოწესრიგებას, მათ განახლებას და გამწვანებას”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს