სოსო ჯაჭვლიანი – ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული ბინაში, რომელიც დეპუტატობის დროს ქუთაისში ნაქირავები მქონდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ლუკა კურტანიძემ, დეპუტატობის პერიოდში მის საძინებელში დამონტაჟებული ვიდეო კამერა აღმოაჩინა.
“ეს არის 2015 წელი. ახლა ლუკა კურტანიძე გაკვირვებული დარჩება, მაგრამ ჩემო ლუკა, უნდა ვილაპარაკო, ამ ამბავს გულში ვიკლავ რამდენი ხანია და არავინ პასუხი არ გამცა.
2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. ლუკას ვუთხარი წამოდი ჩემთან სახლში, 3-ოთახიანი ბინა მაქვს 2 საძინებლით. არ გინდა ბინა იქირავო, როცა გინდა მეუღლესთან ერთად იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ. (ეს იმ ბინაზეა საუბარი, რომელიც დეპუტატობის დროს გვქონდა ნაქირავები) დილას ადგა ლუკა და მეუბნება, მოდი აქო… რა იყო მეთქი და მაჩვენებს ვიდეო კამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში. მეორე საძნებელშიც იყო ვიდეო კამერა.
თქვენ წარმოგიდენიათ? 2 წელი იღებდნენ თურმე სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში.
ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილს ვუთხარით.
ეტყობა თქვითონ როგორც აზროვნებენ ისეთი ვეგონეთ მე. რა უნდა გადაეღოთ? ვინ უნდა მომეყვანა იქ, ან რა უნდა ჩამედინა ან რა უნდა მელაპარაკა იმაზე მეტი რასაც პირში ვეუბნებოდი. წარმოგიდგენიათ მე რომ ამას გამიკეთებენ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა გადაცემა „რეაქციაში“.
თაგები:





