სოჭის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
სოჭის მერმა ალექსეი კოპაიგოროვსკიმ უამინდობის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“ეს გვაძლევს ძალების მობილიზების კიდევ ერთ ინსტრუმენტს, მსხვერპლთათვის გადახდისთვის სწრაფი ფორმირების მექანიზმს. ბოლო სამი დღის განმავლობაში სტიქიამ ქალაქის ყველა რაიონში ნგრევა გამოიწვია. მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველაზე მეტად ცენტრალური უბანი დაზარალდა“, – წერს მერი სოციალურ ქსელში.
სოჭში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია გზები, სახლების პირველი სართულები, სტიქიას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სინოპტიკოსების პროგნოზით კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი, რაც მდინარეების ადიდებას და ზღვაზე შტორმს გამოიწვევს.
თაგები:
შტორმი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა