Logo

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას მართავენ

საზოგადოება
683
Frontnews image description

სოციალური მომსახურების აგენტები გაფიცვის მეოთხე დღეს აქციას სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მართავენ.  მათი მოთხოვნა უცვლელია – ხელფასების  100 პროცენტით ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობებება.

 

გაფიცულებისთვის მიუღებელია სამინისტროს შეთავაზება ხელფასების 60 პროცენტით ზრდის შესახებ.  

 

პარალელურად აქცია ბათუმში,  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართება. ბათუმის აქციას უნდა შეერთებოდა სამეგრელოს ჯგუფი, თუმცა ზუგდიდიდან მომავალი  მიკროავტობუსი უამინდობის გამო ავტოავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები