
ავტორი
Front News საქართველო
"თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება“ - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან უსაფრთხოების წესები, მოერიდონ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ კი - აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ლაიმის დაავადების განვითარების რისკს, რადგან ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას.
„სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს, ხოლო მისი მოშორების შემდეგ - აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს