Logo

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

სამართალი
357
Frontnews
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ.

სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.

ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.

სამსახური მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები