სტიქიამ სოფელ უწერაში ორი სახიდე გადასასვლელი, სოფელ ღებში “ჭაალეების უბანში” რიონზე დამცავი გაბიონი და სოფელ შქმერში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა


ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე პაატა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სტიქიამ სოფელ უწერაში ორი სახიდე გადასასვლელი, სოფელ ღებში “ჭაალეების უბანში” მდინარე რიონზე დამცავი გაბიონი და სოფელ შქმერში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
თაგები:
ონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს