სტოლტენბერგი – მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართეს. მხარეებმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები რუსული აგრესიის დასაძლევად, – ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
“ზამთარი მოსალოდნელია, რომ გაართულებს საბრძოლო ოპერაციებს, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად“, – განაცხადეს ალიანსში.
სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ბლოკი გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინულ მხარეს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები “სრულად თავსებადი” გახდეს ნატოსთან და “კიდევ უფრო დააახლოოს ის ალიანსთან”.
“ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე, დაადასტურა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, როცა ყველა მოკავშირე დათანხმდება და როცა შესრულდება პირობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს