სტოლტენბერგი – პუტინის გამარჯვება ჩვენთვისაც სახიფათო იქნება, ამიტომ უკრაინის გადარჩენა ჩვენს ინტერესებშია


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა თავად ნატოს ინტერესებშია.
“თუ პუტინი გაიმარჯვებს, უკრაინას ტრაგედია ელის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება, ამიტომ უკრაინის გადარჩენა ჩვენს ინტერესებშია.
ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ცუდი ამბებისთვის. ომების მიმდინარეობა ცვალებადი პროცესია. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს. ახლანდელი ომი არის გაფუჭების ომი, ბრძოლა ეფექტურობისთვის. ახლანდელი ომი არის ბრძოლა ეფექტურობისთვის, ბრძოლა ლოგისტიკისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს