
ავტორი
Front News საქართველო
შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!, – ამის შესახებ “სუხიშვილის” განცხადებაშია აღნიშნული.
“სუხიშვილების” ანსამბლი უკვე ერთი თვეა, საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში.
მაშინ, როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!
ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია!
ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!
შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!
და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” – საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი”, – წერს ანსამბლი ფეისბუქის გვერდზე.
თაგები:
აგენტების კანონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს