სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
სულხან თამაზაშვილს ასტანის ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ერჟან სადენოვი დახვდა.
შს მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




