Logo

სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის შსს-ს დანაყოფებს ეწვია

სამართალი
59
Frontnews
სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის შსს-ს დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია.

სულხან თამაზაშვილი ყაზახ და ყირგიზ კოლეგებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სასწავლო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრები ასევე ეწვივნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ცენტრს, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების გამოფენა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ისინი ცენტრში დანერგილ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები