სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი მონაწილეობას მიიღებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შს მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის შს მინისტრთან ერჟან სადენოვთან.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




