სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ და ეფექტიან თანამშრომლობაზე.
შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით სამართალდამცავ სფეროში არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




