Logo

Logo

სულხან თამაზაშვილმა კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

სამართალი
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, კახეთის რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათგან სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან, შალვა თადუმაძესთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები