Logo

სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

სამართალი
63
Frontnews
სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალურ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები