სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და განხორციელებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დანაშაულის სტატისტიკასა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




