Logo

სუმზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას ბზობის კვირას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 83 დაშავდა

უკრაინა
13.04.2025 / 15:01
Frontnews image description

13 აპრილის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სუმში დაშავებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

“დაღუპულია 31 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია 83 ადამიანი, მათგან 7 ბავშვია. ყველას სამედიცინო დახმარებას უტარდება”, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ.

მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

“რუსეთმა დღეს დილით ორი ბალისტიკური დარტყმა განახორციელა სუმზე. დარტყმები დაფიქსირდა ზუსტად ქალაქის ცენტრში. დღეს ბზობის კვირაა, ქუჩაში ბევრი ხალხი იყო, იქვე არის ეკლესია, სწორედ ამ დროს დაარტყეს რუსებმა, ზუსტად იცოდნენ, რომ ურტყამდნენ მშვიდობიან მოსახლეობას”, – განაცხადა კლიმენკომ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობას აგრძელებენ.

13 აპრილის დილით, რუსეთის ჯარებმა ორი შეტევა განახორციელეს ქალაქ სუმზე. ოკუპანტებმა ქალაქს რაკეტები დაარტყეს, რომლებიც ქალაქის ცენტრს მოხვდა.

თითქმის მაშინვე ცნობილი გახდა, რომ დიდი რაოდენობით მსხვერპლი იყო. თავდასხმის ეპიცენტრში ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის შენობა იყო.

წინასწარი ინფორმაციით, 21 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. მოგვიანებით დაჭრილთა რიცხვი იზრდებოდა – ჯერ 34-მდე, შემდეგ 83-მდე.

Advertisement