
ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს.
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირება განხორციელდა 7 ობიექტში.
„შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა, ხოლო შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ის სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“( აღნიშნულ ობიექტს არაფერია აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
თაგები:
ხორცი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს