Logo

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ "სამიკიტნოს" საწარმოო პროცესი შეუჩერა

რეგიონები
290
Frontnews
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ "სამიკიტნოს" საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში, სოფელ კალაურში კვების ობიექტი "სამიკიტნო" გეგმურად შეამოწმეს.

ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა;
არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.

"გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები