Logo

სუსი – 2025 წელს საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები

პოლიტიკა
394
Frontnews
სუსი – 2025 წელს საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები

2025 წელს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები. საოკუპაციო ძალის მიერ გაგრძელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული საქმიანობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით არჩვაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დავით არჩვაძის თქმით, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში არა მარტო პროცესების მართვას ისახავდა მიზნად, არამედ მოსახლეობის განწყობებსა და აღქმებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა.

„საოკუპაციო ძალა აგრძელებდა ჰიბრიდული კომპონენტების, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას. გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც აზიანებდა ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის აქტივობები დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული აგრესიული კამპანიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებაზე მოქმედების მიზნით, არამედ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონო დაკავების – 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა. ორივე მიმართულებაზე გაგრძელდა ე.წ. ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, მათ შორის ჯაშუშობის, ე.წ. კონტრაბადის, ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისა და სხვა. რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – სამი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 55 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული გამოწვევებისა და მათი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით სამსახური მუდმივ რეჟიმში ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს“, – განაცხადა დავით არჩვაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები