Logo

სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სამართალი
71
Frontnews
სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის კონფერენციასა და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ბექა მამარდაშვილმა მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების ფორუმში სახელწოდებით – „ერთობლივი მმართველობა და საერთო სარგებელი: კიბერსივრცის უსაფრთხოების მართვის ახალი გზების ძიება“.

ღონისძიება კიბერსივრცის უსაფრთხოების მართვის საკითხებს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც დელეგატებმა განიხილეს კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და იმსჯელეს საერთო სარგებელზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები