Logo

სუსმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო

სამართალი
212
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სუსში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება ბაჩო ახალაიას განცხადებას სასამართლო პროცესზე. ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სხდომაზე განაცხადა – "ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები