სვანეთის უბანში მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩა 67-ში კედლის გამაგრების სამუშაოების დროს ორი მუშა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებისას მიწა ჩამოიშალა, რომელმაც მუშები მოიყოლა.
გარდაცვლილები ექსპერტიზაზე არიან გადასვენებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კედლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა ახორციელებს.
“ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს