საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა, - ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი ავრცელებს.
"რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და კაია კალასთან ერთად, განცხადება გავავრცელე საქართველოში არსებული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები და დაკავებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, ხელს უწყობს დემოკრატიის დაშლას საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.
პარასკევს, 11 ივლისს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით", - წერს მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში.
საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.
თაგები:
შვედეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს