Logo

თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალი
152
Frontnews
თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის მისაღებად ერთ-ერთ კომპანიას მიმართა. ბრალდებულმა, რომელიც აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივი მფლობელი იყო, მოქალაქე დაარწმუნა, რომ შეთანხმებულ სამუშაოებს შეასრულებდა, რის საფუძველზეც მოქალაქემ ავანსის სახით კომპანიის საბანკო ანგარიშზე 24 000 ლარი ჩარიცხა.

"შეთანხმების მიუხედავად, ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები