თამარ ბაგრატიონი ემინე ერდოღანის ინიციატივას "ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ შეუერთდა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს, თურქეთის პირველმა ლედიმ ემინე ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული დეკლარაცია წლების მანძილზე გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს 112 ქვეყნის 15900 წარმომადგენელი აწერს. თამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნულ მნიშვნელოვან პროექტს საქართველოც შეუერთდა.
შეხვედრის დასასრულს, ემინე ერდოღანმა საქართველოს პირველ ლედის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს