თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა, პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა, - ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
"შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თამარ ბაგრატიონი




