
ავტორი
Front News საქართველო
რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი. ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
"ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
თაგები:
თამარ ჩერგოლეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს