Logo

თამარ გუგულაშვილი - არ გამიკვირდება, რომ ძალიან მალე ამაზე უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ

პოლიტიკა
3 საათის წინ / 15:50
136
Frontnews image description

არ გამიკვირდება, რომ ძალიან მალე ამაზე უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ დე ფაქტო რეჟიმის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც იტყვიან, რომ მოვითხოვთ დასავლეთიდან მოხდეს მათი საელჩოების საქართველოში მინიმუმამდე დაყვანა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში ნათლად ამბობენ, რომ უნდათ ბელორუსის და რუსეთის სცენარის გამეორება.

"ნათლად ამბობენ, რომ უნდათ ბელორუსის და რუსეთის სცენარის გამეორება. ჩვენთან ამ სცენარის გამეორება უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვთ და თუ რუსეთსა და ბელარუსში ამას წლები დასჭირდა, საქართველოში ეს ხდება თავბრუდამხვევი სისწრაფით და არ გამიკვირდება, რომ ძალიან მალე ამაზე უკვე სერიოზულად ალაპარაკდნენ დე ფაქტო რეჟიმის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც იტყვიან, რომ როგორც რუსეთსა და ბელარუსშია, ჩვენ მოვითხოვთ დასავლეთიდან მოხდეს მათი საელჩოების საქართველოში მინიმუმამდე დაყვანა. 

როდესაც გაძევებაა, აუცილებელია დამამტკიცებელი საბუთებიც დადგინდეს, რომ ამ დიპლომატებს აქვთ მტრული, ტერორისტული საქმიანობა ამ ქვეყანასთან დაწყებული", - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

Advertisement