თამარ გუგულაშვილი - ძალიან სერიოზული გაფრთხილებები ისმის ევროკავშირიდან და განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან


ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება გაუჩერონ უვიზო ამ რეპრესიებისა და დემოკრატიის უკუსვლაში ყველაზე მთავარ ფიგურებს, პოლიტიკოსებს, მათ ოჯახებსა და დაბალჩინოსან ადამიანებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან სერიოზული გაფრთხილებები ისმის ევროკავშირიდან და განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან.
"ძალიან სერიოზული გაფრთხილებები ისმის ევროკავშირიდან და განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დემოკრატიული ორგანო. ამ კვირაში იქნება ახალი რეზოლუცია, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში მედიის განადგურებაზე, რაც მიმდინარეობს და ასევე, მზია ამაღლობელის შემთხვევაზეც.
ამ ყველაფერთან ერთად ევროკავშირი დროსაც აძლევს საქართველოს, ქართველ ხალხს, რომ ამ ქართველმა ხალხმა როგორმე გააგებინოს ხელისუფლებას, რომ ეს დამანგრეველი პოლიტიკა შეჩერდეს.
შეიძლება გაუჩერონ უვიზო ამ რეპრესიებისა და დემოკრატიის უკუსვლაში ყველაზე მთავარ ფიგურებს, პოლიტიკოსებს, მათ ოჯახებსა და დაბალჩინოსან იმ ადამიანებს, რომლებიც მარჯვენა ხელი არიან ამ რეჟიმის, რომლებიც რეპრესიებს ახორციელებენ", - განაცხადა გუგულაშვილმა.
თაგები:
თამარ გუგულაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს