Logo

თამარ ონიანი - საიამ ევროპულ სასამართლოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე საჩივარი გაგზავნა

სამართალი
175
Frontnews image description

საიამ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე საჩივარი გაგზავნა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ კონკრეტული მუხლების დარღვევა, როგორიც არის წამების, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება, არამედ კონვენციის მე-17 მუხლის ჭრილშიც.

"მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციების დარბევა არ იყო ერთეული შეცდომა ან ცუდად ჩატარებული ოპერაცია, არამედ ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალადობა და ადამიანის უფლებების მწვავე კრიზისის დასაწყისი, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ამიტომაც, სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ კონკრეტული მუხლების დარღვევა, როგორიც არის წამების, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება, არამედ კონვენციის მე-17 მუხლის ჭრილშიც. ამ მუხლზე დავა პირველად გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციების საქმეში, რაც საშუალებას გვაძლევს სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ დემოკრატიული ეროზიის ფაქტი და დავადასტუროთ, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ამ უფლებების განადგურებას.

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიღბიანი ოფიცრები მიმართავდნენ მიზანმიმართულ სისტემურ წამებას, კერძოდ, დგინდება, რომ აქციის დარბევის პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა, კამერებისგან მოშორებით კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა. 

არცერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული, მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საშუალებები ამოწურულია და მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე სამართლის დადგენის მიზნით", - განაცხადა თამარ ონიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები