
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრები გამართა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან.
ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა და ფინანსური სერვისების კომიტეტების წევრია. ბაბინი, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეა.
"შეხვედრებზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის აღინიშნა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა და მის ფარგლებში საქართველოს როლი. თამარ ტალიაშვილმა გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის გამო“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
თაგები:
თამარ ტალიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს