Logo

თამარ ტალიაშვილმა მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პოლიტიკა
147
Frontnews image description

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში, - ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"მიღებას, რომელიც ბენჯამენ ფრანკლინის სახელობის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მაიკლ რიგასმა უმასპინძლა.

მიღებაში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ასევე სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მათ შორის წარმოდგენილი იყო აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ვიკი ჰარცლერი. მასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

ღონისძიება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პატივსაცემaდ გაიმართა“, – წერს საელჩო.

 

Advertisement