თამაზ ბორაშვილი - საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სუსის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტერორისტული საფრთხეები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ. ძირითადი აქცენტი კეთდება ქვეყნის ტრანზიტად გამოყენების შესაძლებლობებზე.
2025 წელს აჭარის რეგიონში დავაკავეთ საქართველოს 3 მოქალაქე, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ისინი გეგმავდნენ ქვეყანაში ნიადაგის მომზადებას მათი თანამოაზრეების შემოსაყვანად და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებას;
2025 წელს კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას ატარებდა, როგორც გასულ წლებში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში დაწყებულ სისხლის სამართლის 14 საქმეზე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
თაგები:
თამაზ ბორაშვილი




