Logo

თამაზ ელიზბარაშვილი - რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ

სამართალი
43
Frontnews
თამაზ ელიზბარაშვილი - რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ

მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ, - ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიჭებს მოელანდათ, რომ თან იარაღი ჰქონდა.

“მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ.

მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი.

როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკაცმა კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ, რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ", - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე  მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები